მეუფე შიო: ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, წინასაარჩევნო პროცესი ​მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში არ გადავიდეს

16:59 11-10-2018
284
თეგები: მეუფე შიო

ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, წინასაარჩევნო პროცესი ​მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში არ გადავიდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მეუფე შიოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს საპატრიარქოში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სტუმრობაზე. როგორც პატრიარქის თანამოსაყდრემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში შვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში თავის შვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით იყო მოსული და პატრიარქმა დალოცა მისი ოჯახი. ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ რა თქვა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, წინასაარჩევნო პროცესი ​ მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება თუ კრიტიკა არ გადადიოდეს შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში. ამისკენ მოუწოდა მისმა უწმინდესობამაც შეხვედრაზე“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ავტორი: