საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს შეებრძოლება.
რესპუბლიკის მოედანზე რაგბის გულშემატკივრები შეიკრიბნენ. თამაშზე მატჩის წინ საქართველოდან ჰიმნი შესრულდა.
„არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან გაჟღერდა, რომელიც ანსამბლებმა: „შვიდკაცა“ და „ჰერიო“ შეასრულეს.
რაგბის გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ერთად უყურონ მატჩს.
ბორჯღალოსნებს იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 3-ჯერ აქვთ ნათამაშები, სამივეჯერ იტალიაში და ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა – 3:0.
იხ. LIVE ვიდეო და ფოტოები