კაცს, რომელმაც რუსთავში მოზარდს სექსი შესთავაზა, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

11:16 11-11-2018
192

რუსთავის სასამართლომ ბრალდებული მარლენ მახარობლიძე დამნაშავედ ცნო, სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას.

შემთხვევა 3 ნოემბერს მოხდა, 15 წლის გოგონას 60 წლის მამაკაცი აედევნა, მასთან დაახლოება სცადა და სექსუალური კავშირი გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზა. მეზობლების თქმით, გოგოს მიმართ თვალთვალისა და ადევნების ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა.

როგორც ბრალდებულის, ადვოკატი შოთა გელაშვილი აცხადებს, იურისტი არ ეთანხმება მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილებას საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

ბრალდებულს ძირითადი ბრალდების ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განესაზღვრა, სასჯელის ნაწილი 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 წლის ვადა ჩაეთვალა პირობითად გამოსაცდელ ვადად.