,,ეს ადამიანები, უსამართლოდ დაჩაგრულები, გაუბედურებულები არიან '' - ნინო ბურჯანაძე

14:31 11-11-2018
182

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რუსთაველზე მივიდა. იგი ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ესაუბრა და როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი ოჯახი და თანაგუნდელები ამ ადამიანების მიმართ სოლიდარულები არიან.

„მე, ჩემი ოჯახი, ჩემი თანამებრძოლები, თანაგუნდელები პირველივე დღიდან ამ უბედურებების, ამ ადამიანების მიმართ ვიყავით სოლიდარული, არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. აქაც ვიყავით მაშინ, როდესაც პირველი დიდი აქცია იყო და დღეს მე მოვედი, რადგან გუშინდელმა დღემ და რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მოვლენებმა აქ რუსთაველზე, პრაქტიკულად, მართლა მოთმინების ფიალა აავსეს.

ეს ადამიანები არიან უსამართლოდ არამარტო დაჩაგრულები, არამედ გაუბედურებულები და ყველანი ამ ადამიანების გვერდით უნდა ვიდგეთ. აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არანაირ პოლიტიკურ კუთვნილებას და ის, რომ ვიღაცები ცდილობენ ხელისუფლებიდან, რომ ამ ადამიანების უბედურება რაღაც პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ კონიუქტურას მიაწერონ, ეს სხვათა შორის ჩვენი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, რადგან არ ჩავერთეთ თავიდან ისე აქტიურად ყველანი, სრულიად პოლიტიკური სპექტრი, როგორც ეს საჭირო იყო“,- განაცხადა ბურჯანაძემ.