თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტს სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა.
“პირველ რიგში შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ აუცილებლად და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სიმართლე გითხრა არაფერი არ მიკვირს , ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია, არაერთხელ გამიკეთებია ამაზე განცხადებები შეურაცხყოფებით ტყუილით სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით , მაგრამ ეს უკვე მეტის მეტია დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს ვინც ეს ზარები განახორციელა'',-განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ქვეყანას ერთობა, კონსოლიდაცია და სიყვარული სჭირდება, რომელიც პირველ რიგში პოლიტიკოსებმა უნდა დაანახონ საზოგადოებას.
ყველაზე მთავარი რაც სჭირდება დღეს ქვეყანას ეს არის ერთობა , კონსოლიდაცია , ურთიერთპატივისცემა , სიყვარული და ეს პირველ რიგში ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძე