სკანდალი! - "Victoria’s Secret" - ის მოდელს ფოტოგრაფი სასამართლოში უჩივის

15:19 11-12-2018
2109

რამდენიმე დღის წინ, Victoria’s Secret-ის შოუს ყოველწლიური ჩვენება გაიმართა.  პოდიუმზე გასვლის წინ პაპარცებმა, მოდელების წარუმატებელი ფოტოების გადაღება მოახერხეს. ფოტოგრაფმა, კრისტოფერ პეტენსონმა, 29 წლის მოდელს, ცოტა ხნის წინ, სწორედ იმ დროს გადაუღო პაპაცული ფოტო, როცა მარტა ჰანტს, რომელიც ავტომობილში ჯდებოდა, ქარმა კაბა აუფრიალა და საჯდომი გამოუჩნდა. 

ამის შემდეგ, კრისტოფერმა ინსტაგრაზე ჰანტის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის აღნიშნავს, რომ გადაწყეტილება მიიღო რომ მოდელს, სასამართლოში უჩივლოს. 

ვთვლი, რომ ის სასაცილოა. გამომდინარე იქედან, რომ ძირითადად მარტა ჰანტი, ქვედა საცვლების ჩვენებაზე იღებს მონაწილეობას - მისი სამუშაოა, სხეულის დემონსტრირება, ლამაზი ქვედა საცვლების საშუალებით, მისი გარეგნობა, არანაირად არ ჯდება მის რეპუტაციაში. შეგიძლიათ გუგლის საშუალებით, მოიძიოთ მისი ფოტოები და თავად დარწმუნდებით. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს - წერდა პეტერსონი ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში, რომელიც მალევე გაქრა სოციალური ქსელიდან.

ამ პოსტთან დაკავშირებით, მარტა კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ჰანტი, უფლებას იტოვებს, რომ  სასამართლოს მიმართოს.

იხ. ფოტოკოლაჟი: 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე