ევროკავშირის ელჩი: მიუღებელია ნეგატიურად განვითარებული წინასაარჩევნო კამპანია, სიძულვილის ენა და მუქარები

10:42 11-13-2018
48

მიუღებელია ნეგატიურად განვითარებული წინასაარჩევნო კამპანია, სიძულვილის ენა და მუქარები - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მას იმედი აქვს, რომ იმ მუქარისა და სიძულვილის ენის შესახებ დაწყებული გამოძიება, რაც საარჩევნო პერიოდში ორივე მხარისგან ისმის, წარმატებით დასრულდება.

​„მიუღებელია, უარყოფითად ვუყურებთ საკმაოდ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას. აქვე, უნდა ავღნიშნო, რომ ესეც არჩევანია, არჩევანი კანდიდატებისა, რომლებიც კამპანიაში მონაწილეობენ. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებიდან და სხვადასხვა კანდიდატის მიმართ ისმის. ჩვენ იმედი გვაქვს, გამოძიება, რომელიც უკვე დაწყებულია მუქარასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდება და უწყება ამას გამოიძიებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.