საერთო ჯამში მივიღებთ, მოსახლეობაზე ორიენტირებულ ბიუჯეტს - დიმიტრი ცქიტიშვილი

12:40 11-13-2018
68

პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტს  დღეს განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით,  ბიუჯეტი მოსახლოებაზე ორიენტირებული იქნება, სადაც მთავარი პრიორიტეტი სოციალური მიმართულება იქნება.

"2019 წლის ბიუჯეტში არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გათვალისწინებული.  ძალიან ბევრი სოციალური პროგრამაა და ეს ის ტენდენციაა, რომელიც  ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ზოგადად კიდევ  მომდევნო წლების ბიუჯეტი კიდევ უფრო, სოციალურად ორიენტირებული იქნება. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის პროექტის მეორე მოსმენით შემდეგ,  შესაძლოა კიდევ რაღაც კითხვები იყოს, კომენტარები გაკეთდეს და  კიდევ უფრო დაიხვეწება ბიუჯეტის პროექტი. საერთო ჯამში მივიღებთ,  მოსახლეობაზე ორიენტირებულ ბიუჯეტს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღეს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს, რომელიც მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში 5 ნოემბერს წარადგინა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, შემოსავლები გაზრდილია 375 მლნ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 268 მლნ ლარით. ასიგნებები აღწევს 12 მლრდ 997 მლნ ლარს.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე