"ეს ჩემს თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია... ქალების მიმართ აგრესია უნდა დასრულდეს" - თამარ ჩუგოშვილი

14:47 11-13-2018
84

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქალები ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც პოლიტიკაში არიან.

 

 

"საჯარო სივრცეში ქალების მიმართ არის ხოლმე განსაკუთრებული აგრესია. მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია. ხდება ხშირად თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით , როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია , მაშინ როგორც სჩანს იზრდება აგრესია და კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არ არაა და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის. ყველამ ამ ქვეყანაში უნდა გავაცნობიეროთ , რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი რამ და არ შეიძლება, როდესაც ვიღაც არ მოგწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება არ ნიშნავს რომ მუქარაზე გადავიდეთ და ძალადობისკენ მოვუწოდებდეთ. ეს არ არის ნორმალური. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს. თუ მუქარის ხარისხი აღწევს იმ ხარისხს, რომ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ სამართალდაცვმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ რეაგირება. ქალების მიმართ აგრესია არის ხშირად განსაკუთრებით მაღალი. მე ეს ჩემს თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია და ეს უნდა დასრულდეს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.