"კალაძე თბილისელებს უყურებს როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს..." - ლევან ხაბეიშვილი

16:53 11-13-2018
115

"ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს "ინტერის" საფეხბურთო მაისური გადასცა. 

"თბილისური და ქალაქური არ ესმის. არაფრის გაგონება არ უნდა. დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა დაველაპარაკო. ეს არის "ინტერის" მაისური. "მილანი" და "ინტერი" არიან დაპირისპირებულები. კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას უყურებს როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს, თუ არადა აქ დაგიტოვებთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.