ექსპერტი გია ხუხაშვილი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს. პრაიმტაიმთან'' საუბრისას ექსპერტი ამბობს, რომ ამ დროისთვის კონსულტაციები კონკრეტულად არავისთან მიმდინარეობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არის საჭიროება ახალი პოლიტიკური, ალტერნატიული ძალის შექმნის, პროცესს დაეხმარება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს ობიექტური ამომრჩეველი და არის საჭიროება ახალი პოლიტიკური, ალტერნატიული ძალის შექმნის, ამ პროცესს დავეხმარები მაქსიმალურად. რაც შეეხება კონკრეტიკას, ახლა ვერაფერზე ვისაუბრებ, თუ ვინ შემოუერთდება ახალ პოლიტიკურ ძალას იმიტომ, რომ ჯერ ბევრი არც არაფერი არ არის სათქმელი და შესაბამისად, თქმასაც აქვს თავისი დრო'', - აღნიშნავს ექსპერტი.
ვიხილავთ თუ არა მის გუნდში დავით უსუფაშვილს, კახა კოჟორიძეს და გიორგი მარგველაშვილს, ექსპერტი არ აანონსებს, თუმცა ამ ინფორმაციას არც უარყოფს.
ახლა არის წინასაარჩევნო პროცესი და არავინ აპირებს ალტერნატიული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას, რამდენადაც საქმის კურსსში ვარ. მე ვერაფერს ვერც დაგიდასტურებთ და არც ვუარყოფ, ბუნებრივია. ჯერჯერობით არავისთან ამ საკითხზე კონსულტაცია არ გამივლია, ვხვდები ადამიანებს, თუნდაც ალეკო ელისაშვილს, რომელთანაც შეხვედრებს კვლავ გავაგრძელებ. თუ ვინმეს ეს ანერვიულებს, ვურჩევ თქვენი მეშვეობით, რომ ცივი წყალი დალიოს'',- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
სალომე ნეფარიძე