"ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტის ვაჟი სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი

17:01 11-13-2018
321

ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტის ვაჟი, რუსლან შამსუაროვი, მოსკოვის Mercedes-Benz Gelandewagen-ის ცნობილი მრბოლელი, სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. მას ბრალად ედება, დონის როსტოვის მკვიდრის, 23 წლის ვერონიკა მაქსიმოვის გაუპატიურება. 

საინფორმაციო პორტალის Ленте.ру-ს ინფორმაციით, ბრალდებული შამსუაროვი, დანაშაულს არ აღირებს: მისი განცხადებით, გოგონა, სექს-მუშაკია და ეს ყველაფერი, ნებაყოფლობით მოხდა.

ესკორტის წარმომადგენლებთან სკანდალი, რუსეთში, ბოლო ხანებია, ხშირად ხორციელდება. ექსპორტ-მომსახურების ბაზარი, რუხ ზონაში აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციაში, სექს- მუშაკების სააგენტოები, ღიად მუშაობენ, რომლებიც მამაკაცებს სთავაზობენ ქალბატონებს, წვეულებებზე გასაცილებლად, თუმცა ოფიციალურ შეთავაზებაში, სექს- მომსახურება არ შედის - სექსი, როგორც პროსტიტუცია, კანონით აკრძალულია. გოგონები სხეულის ვაჭრობით და ამავე დროს, სრულიად დაუცველი სექსით, საზღვრებს სცდებიან.   

იხ. ფოტოები: 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე