მელანია ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნის გათავისუფლებას ითხოვს

10:48 11-14-2018
188

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნის გათავისუფლებას საჯაროდ ითხოვს. ამის შესახებ BBC წერს. განცხადება დონალდ ტრამპის მეუღლის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა გაავრცელა.

"ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსანი, მირა რიკანდელი თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ, რადგან ის აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნას აღარ იმსახურებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც უცხოური მედია წერს, მირა რიკანდელმა პირველი ლედის აფრიკაში ვიზიტის დროს, თვითმფრინავში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლების ყოფნა მოითხოვა.