პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა,რომ არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა-,,კანონია და სამართალი'' გამოჩნდება. გია ხუხაშვილის ამ წამოწყებას პუბლიცისტი მიესალმება და მხოლოდ, კარგს ხედავს მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაში.
„ეს მისი სურვილია და ძალიან კარგი თუ ამაზე საუბრობს. ყველას აქვს ამის უფლება და მხოლოდ კარგს ვხედავ. მე უბრალოდ იმაზე ვისაუბრებ, ჩვენ რას ვაკეთებთ. არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე ამაზე ლაპარაკი, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია - „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ახლა მეორე ტურის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნა არარეალურია, ხოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ იდეის განხორციელება სავსებით შესაძლებელია.
„ახლა მეორე ტურია. დღეს ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ხელისუფლების კანდიდატი აკეთებს. შეიძლება ვიღაცა არ გიჟდებოდა ვაშაძეზე, ასეთებიც არიან და ვიცი, რომ ისინი ხმას აძლევენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან მათთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა მეჩითოვის და ზურაბიშვილის გვერდით დგომა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.