ანა გომეშის განცხადება გამომდინარეა იმ რეალობიდან, რომელიც მან დაინახა - დიმიტრი ცქიტიშვილი

13:20 11-14-2018
76

ევროპარლამენტარ ანა გომეშის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები  ეხმაურებიან.

ანა გომეშმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა, რომ საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეტევა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც საქართველოს იმიჯისთვის სამარცხვინოა.

საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ევროპარლამენტარებმა დაინახეს, თუ როგორ   ვითარებაში ახორციელებს, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდდიატი წინასაარჩევნო კამპანიას.

"ანა გომეში არის პირადად ჩემი მეგობარი, მაგრამ ის არის ძალიან კრიტიკული ყოველთვის ჩვენს მიმართ,  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოჯახის წევრია.  ის მოგეხსენებათ, რომ  მემარცხენე, სოციალ- დემოკრატიული ჯგუფის წევრი. მაგრამ მისი ეს განცხადება, ამ შემთხვევაში არის, გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელიც მან დაიანახა ამ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს",- განაცხადა საგარეო  ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

 

ირაკლი ვაჩიბერაძე