"ეს ბავშვი არ არის... ნივთია" - ქალბატონი რომელიც საკუთარ შვილს მანქანის საბარგულში და სახლის სარდაფში მალავდა

14:31 11-14-2018
4023

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტულიში, სასამართლოს წინაშე, წარსდგა, საფრანგეთის მოქალაქე, 50 წლის როზა მარია კრუზი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ახალშობილი შვილის გადამალვის და მასზე უყურადღებობის და მორალური ზიანის ბრალდებით, მას 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კრუზი შვილზე, მუდმივად ძალადობდა, რის გამოც ბავშვი დაინვალიდდა.  

საინფორმაციო პორტალი bbc-ის წყაროს ცნობით, წარმოშვებით პორტუგალიელი ქალბატონი, მის მეუღლეს და სამ შვილს, მეოთხე ბავშვზე ფეხმძიმობას უმალავდა და აღმოჩნდა, რომ მშობიარობიდან, ორი წლის განმავლობაში, მისი არსებობა, გასაიდუმლოებული ჰქონდა. 

2013 წელს, მექანიკოსმა, რომელიც როზა კრუზის მანქანას არემონტებდა, ბავშვი შემთხვევით აღმოაჩინა მანქანის საბარგულში. მან ავტომობილიდან ბავშვის ხმა გაიგო, როცა საბარგული გახსნა, საშინელი სუნი ამოვარდა. ავტომობილის საბარგულში იწვა ნახევრად შიშველი, ორ წლამდე ასაკის, ავადმყოფური გარეგნობის გოგონა. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, როზა მარია კრუზმა, მეოთხე შვილი გააჩინა, რომელსაც სერენა დაარქვა.

ქალბატონმა, გადაწყვიტა შვილის არსებობა დაემალა და ორი წლის განმავლობაში, გოგონას, ავტომობილის საბარგულში და საკუთარი სახლის სარდაფში მალავდა. როგორც გაირკვა, დედა გოგნას, სისტემატიუტად აშიმშილებდა, რამაც ბავშვის განვითარების და ზრდის პროცესი შეაჩერა.

კრუზმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ეს ბავშვი არ არის, ეს ნივთია... ნივთი, რომელიც უნდა მოგეძებნა, რომ მას ეცოცხლა.

მისი ინფორაციით, ბავშვთან ურთიერთობა და საუბარი, პირველად მაშინ დაიწყო, როცა ბავშვი 1,5 წლის გახდა -  იმის გამო, რომ ის იცინოდა - აღნიშნა კრუზმა. 

ამ ეტაპზე, სერენა 7 წლისაა და ის უკვე სანდო ადამიანების ხელშია - შვილად აიყვანეს. ხოლო მისი და-ძმას რამდენიმე ხნის წინ, მამასთან ცხოვრების უფლება მისცეს. როზის მეუღლის ინფორმაციით, მან სელენას არსებობა, არ იცოდა.

სასამართლოში, როზი მარია კრუზის საქმის განხილვა, ხუთიდან შვიდ დღემდე გრძელდებოდა. სამედიცინო დასკვნაში, მას ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნებოდა.  

იხ. ფოტო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე