ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოდგენილი კანდიდატების ზოდიაქოს ნიშნები კარგი პრეზიდენტები იქნებიან, თუმცა სხვა გარე ფაქტორების გათვალისწინებით თევზების ნიშნის მატარებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შანსი, შედარებით მაღალია.
„დღევანდელი გადასახედიდან თევზების ზოდიაქოს აქვს მეტი შესაძლებლობა რომ იყოს უკეთესი პრეზიდენტი, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს დიდი გამოცდილება აქვს უცხოეთთან სერიოზული კონტაქტების მიმართულებით, ვიდრე ვაშაძეს. ვაშაძეს ძირითადად რუსეთთან აქვს კონტაქტები, თუმცა რუსეთთან სალომე ზურაბიშვილს კიდევ უკეთესი კონტაქტები აქვს, ის ძალიან კარგ, მეგობრულ ურთიერთობაშია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ამიტომ სალომეს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს როგორც უცხოეთის ქვეყნებთან მიმართებაში, ისე რუსეთთან, ვიდრე ვაშაძეს. თევზები და კირჩხიბი დაახლოებით ერთნაირი პრეზიდენტია, ორივეს უყვარს სამშობლო, ორივე პატრიოტია, ორივეს შეუძლია ძალიან კარგად წარმოაჩინოს საკუთარი მონაცემები. მაგრამ თუ კონკრეტულ კანდიდატებზე ვსაუბრობთ, 2019 წელი არის უცხოეთთან აქტიურად კონტაქტების წელიწადი, ამ მხრივ ქვეყანას მეტად გამოადგება სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
თამარ საკანდელია