ზესტაფონში მკვლელობა მოხდა. "პრაიმტაიმის" იმერეთის კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ აღმაშენებლის გამზირზე ე.წ სტაიანშიკებმა თანხა ვერ გაინაწილეს, რის გამოც, ერთ-ერთმა პირმა, მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა და ადგილზე მოკლა.
"საშინელება დავინახე, ფულს ვერ იყოფდნენ და უცებ რკინა აიღო და თავში ჩაარტყა. საწყალი ადგილზე დაიღუპა,"- აცხადებს თვითმხილეველი.
"პრაიმტაიმი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარის დეტალებს რამდენიმე წუთში გაარკვევენ.
ირაკლი ვაჩიბერაძე