ინციდენტი „რუსთავი 2“ - ის ლაივში - რატომ სცემა პირდაპირ ეთერში სოფო ნიჟარაძემ გიორგი გაბუნია - exclusive

15:26 11-14-2018
6645

„მხოლოდ ქართულის“ ტრადიცია, გადაცემის სტაფმა, მონაწილეებმა და მედიამ ერთად ნახონ გადაცემა კარაოკე ბარში, გრძელდება. რეკლამის დროს „რუსთავი 2“ ლაივებს აკეთებს პროექტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. სწორედ ამ ლაივის დროს, სოფო ნიჟარაძესა და გიორგი გაბუნიას შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

სოფო გიორგის მუდმივად კამერის წინ დგომას აპროტესტებდა, გიორგი კი დაემუქრა, - გაჩერდი, თორემ მეორედ დაგაფეხმძიმებო. ამან სოფოს გაღიზიანება გამოიწვია და პირდეპირ ეთერში გალახა გაბუნია, თან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს სთხოვა, ეს ლაივი არ წაშალოთო.

შეგახსენებთ, რომ ფეხმძიმობის თემა ერთხელ უკვე წამოწია გიორგიმ გადაცემაში „შუა დღე“. მაშინ სოფოც აჰყვა გაბუნიას ხუმრობას და „პრაიმთაიმთან“ დაადასტურა, გაბუნიასგან ვარ მეფხმძიმედ და პატარა ჯულიეტას ველოდებითო.

როგორც ჩანს, სოფოს მსგავს ხუმრობაზე აღარ ეცინება.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი