"ვარდისფერი მემკვიდრეობა" - 19 კარატიანი ბრილიანტი რომელიც აუქციონზე 50 მილიონ დოლარად გაიყიდა

15:58 11-14-2018
369

ჟენევაში, Christie's-ის სავაჭრო სახლში, აუქციონის წესით, იშვიათი სახეობის ბრილიანტის ქვა, ვარდისფერი მემკვიდრეობა, 50 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

ძვირფასი ქვა, რომელიც 19 კარატიანია, აშშ-ის საიუველირო სახლმა Harry Winston-მა შეიძინა. უნიკალურმა ძვირფასეულობამ, დროთა განმავლობაში, ახლებური სახელი შეიძინა - ვინსტონის ვარდისფერი მემკვიდრეობა.

ძვირფასი ქვა, სამხრეთ აფრიკის შახტაში, 100 წლის წინ არის აღმოჩენილი. 1929 წლის შემდეგ, ბრილიანტის ფორმა უცვლელია.  

ვარდისფერი ბრილიანტის ქვის ღირებულების, ყველაზე რეკორდული მაჩვენებელი, განისაზღვრა ჰონკონგში, 2017 წლის აუქციონზე, როცა ძვირფასი ქვა, 18 მილიონ დოლარად გაიყიდა, რომელიც 8,41 კარატი იყო. 

იხ. ფოტო:

  

ავტორი: რუსა ღვანიძე