დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მემკვიდრეს, უელსის პრინცს ჩარლზის, დღეს 70 წლის იუბილე აქვს.
პრინცი ჩარლზი, ბრიტანული სამეფოს ისტორიაში, ყველაზე დიდი ხნის მოთამაშე მემკვიდრეა. მემკვიდრის როლი, მას 1952 წელს ერგო წილად, როცა მისი ბაბუა გეორგ VI გარდაიცვალა და ჩარლზის დედა, ელისაბედ II, დედოფლად აკურთხეს.
ბრიტანეთის მონარქიის უელსის პრინცის ტიტული, ტრადიციულად, როგორც ყველაზე უფროს ძმას, ჩარლზს ერგო. 1969 წელს, ელისაბედ II-მ, როცა მისი ვაჟი სრულწლოვანი გახდა, სამეფო ტიტული გადასცა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში, პრინცმა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა. ჩარლზმა, სკანდალური განცხადება კანადაში, დონბასში განვითარებული კონფლიქტების დროს გააკეთა. უელსის პრინცმა და მომავალმა გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, ერთ-ერთ ებრაული წარმოშობის ქალბატონს, რომელიც პოლონეთიდან დევნილია და რომლის ოჯახი, მეორე მსოფლო ომის დროს, ნაცისტური აგრესიის მსხვერპლია, ინტერვიუში განუცხადა:
- ახლა, პუტინი ისევე იქცევა, როგორც ჰიტლერი- ამბობს ჩარლზი.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რომელიც მისი ბავშვობიდან დღემდე არის გადაღებული.
იხ. ფოტოკოლაჟი: