საზღვარგარეთის ოლქებში ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შესაძლოა, ღამის თორმეტ საათამდე გაგრძელდეს

20:36 11-14-2018
76

საარჩევნო კოდექსი ადგენს იმ სიკეთეს, რომ არჩევნების დღე არის უქმე დღე და ისე წარმოჩენა, თითქოს ხალხი უნდა გამოვყაროთ სამსახურებიდან ხმის მისაცემად, არ არის სწორი, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ. მისი თქმით, საზღვარგარეთის ოლქებში ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ღამის თორმეტ საათამდე შეიძლება გაგრძელდეს.

„ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის ხმის მიცემისას პრობლემა იქნება, ამას განსაზღვრავს კანონი და არა ცესკო. ცესკო-მ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკუთარი შრომის ხარჯზე გაზარდოს დრო და 24:00 საათამდე გააგრძელოს კენჭისყრის დღე.

ეს კეთილი ნება გამოხატულია მესამე საკითხში, თუ შუა კვირას იქნება არჩევნები. ვიმსჯელოთ სამართლებრივ ჩარჩოებში და არ ავყვეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეს იქნება კარგი“ – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის შეთავაზებაზე დღევანდელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ. დღეს უნდა გამოცხადდეს თარიღი, როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში.