"ვერავინ იტყვის რეალურ მიზეზს" - რას ყვება ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული

11:22 11-15-2018
909

"ვერავინ დამისახელა რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი, უბრალოდ მიხვიდე ადამიანთან და ასეთი ზიანი მიაყენო, მგონი, ის კარგი ფსიქიკის ადამიანი არ უნდა იყოს",- ამის შესახებ თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა, ლადო გრიგალაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„ერთადერთი რაც არ მესმის და რასაც ვერ ვხვდები, უბრალოდ, ადამიანს, როდესაც საყვარელ ადამიანთან მიმართებაში ასეთ რაღაცას გაბრალებენ უნდა იყოს იქ მოტივი. მკვლელობა შეიძლება სამნაირი - შემთხვევითობა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოირიცხება, ჩემი აზრით, აქ შემთხვევითობა არაფერ შუაშია. არსებობს კიდევ მკვლელობა, როცა რაღაც მოტივი გამოძრავებს და ადამიანს სიცოცხლეს უსწრაფებ და არის კიდევ ფსიქოლოგიურად როცა არ ხარ კარგად. ფსიქოლოგებთან ვიყავი, დასკვნა გამოიტანეს, სრულიად ჯანმრთელი ვარ. აქედან გამომდინარე, დარჩა მოტივი, ვერც ერთმა ადამიანმა ვერ დამისახელა რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი, მოტივის გარეშე ადამიანის მკვლელობა, შეუძლებელია. ანალოგიური კითხვები დავუსვი მის დაქალებსაც, როდესაც თქვეს, რომ ჩვენ დამნაშავე შენ გვგონიხარო, რატომ-თქო რომ ვკითხე, ვუთხარი, მეც მიცნობდით, ანასაც, მოტივი დამისახელეთ-მეთქი, რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი, უბრალოდ მიხვიდე ადამიანთან და ასეთი ზიანი მიაყენო, მე მგონია, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო როცა ადამიანს ასეთ ჭრილობებს აყენებ, ის კარგი ფსიქიკის ადამიანი არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ვერავინ დამისახელა რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი. ნებისმიერი ადამიანი მოვიდეს და დამისახელოს რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი და თუ ახლოს არის რეალობასთან, ნებისმიერ განაჩენს მოვუწერ ხელს. დარწმუნებული ვარ, ვერავინ იტყვის რეალურ მიზეზს, რა შეიძლება ყოფილიყო რეალური მოტივი“, - განაცხადა ლადო გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  2018 წლის 22 თებერვალს, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით და განსაკუთრებული სისასტიკით, ბრალდებულთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირის ა.ნ.-ს მკვლელობას, რა დროსაც ლადო გ.-მ, გამთენიისას შეყვარებული სახლიდან გაიხმო და მისთვის ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, დაზარალებულს 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ა.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.