მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. სუბელიანმა სასამართლოს განცადებით მიმართა, ის სხდომაზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა და სწორედ ამიტომ საქმის განხილვის გადადებას ითხოვდა.
სასამართლოზე წარმოდგენილი იქნა ასევე სამედიცინო ცნობაც, სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმი მიზანშეუწონლად მიიჩნევდა სუბელიანის სასამართლოზე ბადრაგირებას, თუმცა რა გართულებები აღენიშნება ბრალდებულს და კონკრეტულად რა გახდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ,სამედიცინო ცნობაში მითითებული არ იყო. სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ უცნობი იყო მისი ადვოკატებისთვის.
საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 დეკემბერს, 14 საათზე ჩაინიშნა.