აქ, თითქოს სიცოცხლე შეჩერდა - კადრები, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ

13:09 11-15-2018
397

ქალაქი გიუმრი, რომელმაც საშინელი ტრაგედია გადაიტანა - თითქმის 30 წელია, ადამიანები მიტოვებულ სახლებში ცხოვრობენ. 

გიუმრი(ლენინაკანი) - ქალაქი სომხეთში, რომელიც სიდიდის მიხედვით, ქვეყანაში მეორე ადგილზეა, ხოლო სიღარიბის გამო კი, პირველ ადგილს იკავებს. ქალაქის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, სიღარიბის ძღვარს მიღმა ცხოვრობს. ყველაფერი, მას შემდეგ მოხდა, რაც 1988 წელს, 9 ბალიანმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, ათობით ქალაქი, მიწასთან გაასწორა - ქალაქში, თითქოს სიცოცხლე გაიყინა. 

ამ საშინელი კატასტროფის შემდეგ, ქალაქმა, მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა - მიწისძვრის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა, ნაწილმა კი საცხოვრებელი სახლი დატოვა და ახალი ცხოვრების დაწყების იმედით, სხვა ქალაქში გადავიდა.

საინფორმაციო პორტალი lenta.ru-ს წყაროს ცნობით, ათასობით ოჯახი, დღემდე ავარიულ სახლებში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მათი მდგომარეობა მძიმეა - ისინი ძირითადად, მათხოვრებად არიან ქცეული. უმრავლესობას, იმედიც კი არა აქვს, რომ როდესმე ახალ სახლში გადავლენ საცხოვრებლად. ისინი, სხვადასხვა მიზეზების გამო, არც კი მოიაზრებიან, მიწისძვრით დაზარალებულ ადამიანებად.

საბჭოთა წლებში, ქალაქ გიუმრის ერთ-ერთ ნაწილში, გორცარანაინის ქუჩაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ორი ახალი კორპუსი აშენდა. 120 ოჯახიდან, ამ ეტაპზე, მხოლოდ ოთხი ოჯახი შემორჩა. ამ სახლების მაცხოვრებლები, დღემდე მივიწყებულები და მიტოვებულები არიან.

მოსახლეობა, დანგრეული ოთახებში, სადაც ფანჯრებს შუშებიც კი არა აქვს, გაუსაძლის პირობებში იმყოფება. მართალია, ამ წლებში, აქ ორი თაობა გაიზარდა, მაგრამ მათ დღემდე, ცხოვრების, ელემენტარული პირობებიც კი არავინ შეუქმნა. ჩამონგრეული ჭერის, ნესტის და შმორის გაუსაძლისი სუნის ატანა, დღემდე უწევს გაჭირვებულ მოსახლეობას. მათ, დღემდე არანაირი იმედი არ აქვთ, რომ ვინმე მათზე იზრუნებს. იულია გრიგორიანცმა, რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ისტორიის ფოტოკადრები, სახელწოდებით უდაბნოს ბინადარი გაავრცელა.  

იხ. ფოტოკოლაჟი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე