ფონიჭალაში, კორპუსთან სადაც რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა, თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, შალვა ხუციშვილი მივიდნენ.
მათ მომხდარისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში დედა-შვილია მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.