კრწანისის გამგებლის ლევან ჯაფარიძის განცხადებით, ფონიჭალაში, კორპუსის აფეთქების შედეგად, დაახლოებით 26 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე.
ამის შესახებ გამგებელმა ტვპირველის ეთერში განაცხადა.
ამ წუთებში, ნანგრევებში დედა-შვილია მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.