იტალიაში, დიდი ხანია მიმდინარეობს, ოთხფეხა ცხოველებზე დაცვის წესების, მასშტაბური პროპაგანდა. მოსახლეობა ზრუნავს, თავსესაფრის გარეშე დარჩენილ ცხოველებზე.
სკოლებში, დაწყებით კლასებში, უკვე შემოიღეს შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის და აღზრდის სასწავლო გაკვეთილები.
იტალიელებისთვის, ვოლიერებში მუშაობა, ისეთივე დიდი პატივია - როგორც, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ცხოველებზე ზრუნვა და პატრონობა.
ამ ეტაპზე, იტალიაში, ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმად, ცხოველების ქუჩაში უპატრონოდ დატოვების შემთხვევაში, მათი პატრონები 10 000 ევროთი, ან 1 წლამდე პატიმრობით ისჯება.
კანონის თანახმად, ასევე ისჯება, ის პიროვნება, რომელიც ცუდად მოეპყრობა, სცემს ან მოკლავს ქუჩაში ცხოველს და მიიმალება. ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, უბედური შემთხვევის დროს, პოლიციას მიმართოს.
ამ სახის სოციალური პროექტების და კანონების მიხედვით, ქვეყანაში, უამრავი პრობლემა გვარდება. იტალიაში, ამ ეტაპზე, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ცხოველების რაოდენობა, საგრძნობლად შემცირდა.
იხ. ფოტოკოლაჟი: