ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილის საპოვნელად, ადგილზე დამატებითი ტექნიკა მიიტანეს

LIVE UPDATE
159

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილის საპოვნელად, ადგილზე დამატებითი ტექნიკა მიიტანეს.

ამ წუთებში, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს მაშველები ეძებენ. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.