დემი მურიმ ორიენტაცია შეიცვალა? - ვარსკვლავი, ორი წელია ქალბატონზეა შეყვარებული

15:53 11-15-2018
1597

ჰოლივუდის ვარსკვლავის, დემი მურის საიყვარულო ისტორია, 2011 წელს ეშტონ კატჩერთან განქორწინების შემდეგ, ფაქტიურად დასრულდა. მისი პირადი შესახებ ინფორმაცია, დიდი ხანია არ გავრცელებულა. სავარაუდოდ მსახიობმა ორიენტაცია შეიცვალა.   

ამერიკული პორტალის RadarOnline-ს ინფორმაციით, 55 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავის შეყვარებული, 43 წლის სერბი სტილისტი, მაშა მანძუკაა.  

რედაქციის წყაროს ცნობით, ორ ქალბატონს შორის სასიყვარულო რომანი, თითქმის ორი წელია, რაც გრძელდება. წყვილს, საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები და კავშირები აქვთ - დემიმ და მაშამ ერთმანეთი, პირადად წარუდგინეს თავიანთ შვილებს და მათი ურთიერთობის შესახებ, ოჯახის წევრებს, საიდუმლო გაანდეს.

მენძუკას უმცროსი ქალიშვილი, ვარსკვლავს საკუთარ მეორე დედად თვლის. ცნობილი მსახიობი, თავისუფალ დროს, ხშირად ატარებს პატარასთან.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე