8 ნოემბერს, კალიფორნიის შტატში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი, ჯერ კიდევ მძინვარებს.
ამერიკის ისტორიაში, ეს ყველაზე მასშტაბური ხანძარია. ამ ეტაპზე, ევაკუირებულია 300 000-მდე ადამიანი, გადამწვარია 9 000-მდე საცხოვრებელი სახლი, უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, 200 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობამ, კი 48-ს მიაღწია.
ხანძრის ზონაში, უამრავი ცნობილი ადამიანის სახლი მოექცა. ისინი სოციალურ ქსელში, სახლის ფოტოებს აქვეყნებენ. უმეტესობას, საცხოვრებელი სახლი, მთლიანად დაეწვა. გუშინ, ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა, მალიბუში მდებარე სახლის, ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა.
აღშფოთებული ვარ, იმ ფაქტით, რაც ჩვენს რაიონში ხდება. მე, ერთადერთი ბედნიერი ადამიანი ვარ. ჩემი ცხოველები და მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარული, სახიფათო ზონას გადაურჩა და ეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სახლი, მთლიანად განადგურდა, მაგრამ გადარჩა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოგონებები. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ყველა მეხანძრეს, გიგზავნით სიყვარულის სხივებს და უდიდეს მადლობას - წერს საირუსი ინსტაგრამზე.
იხ. ფოტოკოლაჟი: