ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაკარგული ქალი გარდაცვლილი იპოვეს, მის მცირეწლოვან ვაჟს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი სოფო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟი ნიკოლოზ ცერცვაძეა.
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს მაშველები რამდენიმე საათი ეძებდნენ. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.