ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაკარგული ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილები იპოვეს.
ამის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა.
შალვა ხუციშვილმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მაშველებს საკმაოდ მძიმე სიტუაციაში უწევდათ მუშაობა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც.
როგორც პრაიმტაიმისთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილები 21 წლის სოფო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟი ნიკოლოზ ცერცვაძეა.
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს მაშველები რამდენიმე საათი ეძებდნენ. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.