საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ფონიჭალაში. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა დედა-შვილი, 3 ადამიანი კი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, მძიმედ არის დაშავებული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახსა და ახლობლებს. დაშავებულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ექიმები ყველაფერს აკეთებენ" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალის და 9 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, მძიმედ არის დაშავებული სამი ადამიანი. ხოლო საცხოვრებლის გარეშე დარჩა 28 ოჯახი.