ძაღლი, 80 დღეა პატონს იმ ადგილას ელოდება, სადაც ის ტრაგიკულად დაიღუპა - ჰაჩიკოს ისტორიის მსგავსი რეალური ამბავი (ვიდეორგოლი)

13:05 11-16-2018
577

ძაღლი, რომლის პატრონი, ავარიას ემსხვერპლა, მას შემდეგ იმ ადგილას ელოდება, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ავტოკატასტროფას, რომელიც 2,5 თვის წინ მოხდა, ახალგაზრდა ქალბატონი ემსხვერპლა. 

საინფორმაციო პორტალი BBC-ის ცნობით, 21 აგვისტოს, ჩინეთის ქალაქ ხუხ-ხოტოში, ავტოავარია მოხდა, რასაც ახალგაზრდა ქალბატონი ემსხვერპლა. იმ დღის შემდეგ, მისი ძაღლი, შემთხვევის ადგილას მიდის და პატრონს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსგავსი რელური ისტორია, რომელიც ცნობილ ძაღლს, ჰაჩიკოს ეხება, იაპონიაში 20–ან წლებში მოხდა. ერთგული ძაღლი ჰაჩიკო - აკიტას ჯიშის ძაღლი, რომელმაც თავი პატრონების განსაკუთრებული ერთგულებით გამოიჩინა. ის, ყოველ დღე ხვდებოდა და აცილებდა თავის პატრონს სადგურზე. როცა პატრონი მოულოდნელად გარდაიცვალა, ცხრა წლის განმავლობაში, ძაღლი, ყოველ დღე, ხუთ საათზე მოდიოდა სადგურზე და პატრონს ელოდებოდა.

 იხ. ფოფო და ვიდეორგოლი:

ავტორი: რუსა ღვანიძე