განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს მოუწოდებს დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობების გათბობა

13:44 11-16-2018
104

განათლების სამინისტრო, სასწავლო დაწესებულებებს გათბობის დროულად ჩართვისკენ მოუწოდებს. 

"ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 

შესაბამისად, სამინისტრო, კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ" - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: