"ვაშაძის ბიოგრაფიაში რუსული კვალი არის, მაგრამ ის,რომ კრემლიდან იმართება, არ მჯერა"- ჯაფარიძე

13:56 11-16-2018
163

თუ ვინმე ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძეს კრემლიდან მართავენ, მე ამის არ მჯერა, -განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება გირჩისლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ მმართველი გუნდის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე ჯაფარიძემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. 

„რუსულ კვალს რაც შეეხება, ვაშაძის ბიოგრაფიაში ასეთი რაღაცები არის, მაგრამ თუ თქვენ ამით მიმტკიცებთ იმას, რომ ვაშაძე კრემლიდან იმართება, ამის არ მჯერა. ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ყოფილა ხელისუფლებაში, მათ შორის მაღალი თანამდებობაზე, რომელსაც გავლილი ჰქონდა მსგავსი გზები და მე მაგასთან პრობლემა არ მქონია არასდროს. ბენდუქიძესაც ჰქონდა მსგავსი რაღაც გავლილი, თუმცა მე ამ ადამიანს პატივს ვცემ დღემდე, ამიტომ, ეს მინიშნებები მგონია, პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, არ მგონია მაგაზე სერიზულად ლაპარაკი ღირდეს, რომ ვაშაძე კრემლის აგენტია“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.