შოკისმომგვრელი ვიდეორგოლი - ბავშვებთან ერთად ლოცულობდა ოჯახი, რომელიც ხანძრის კერებიდან თავის დაღწევას ცდილობდა

17:08 11-16-2018
5087

კალიფორნიის შტატში, 8 ნოემბერს ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი, რომელიც ამერიკის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური ხანძარია, ჯერ კიდევ მძინვარებს. 

რამდეიმე დღის წინ, ქალაქ პარადაისის ერთ-ერთმა მაცხოვრებლებმა, რომლებიც ტყეში გაჩენილი ხანძრის კერებიდან, თავის დაღწევას ცდილობდნენ, ტრაგედიის ადგილიდან, ვიდეორგოლი გადაიღეს.

კალიფორნიის შტატის მკვიდრი, ბრინ პაროტ ჩატფილდი, სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელ ვიდეოს აქვეყნებს, რომელმაც უკვე, 3 მილიონი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. 

ვიდეორგოლის გამოქვეყნებით, ვფიქრობ, რომ თავმოყვარეობა შემელახა, მაგრამ, ჩავთვალე, რომ ამ ფაქტების გადაღება, აუცილებლობას წარმოადგენდა. იწვის, ჩემი მშობლიური ქალაქი - პარადაისი. მართალია, ჩემი ოჯახი ევაკუირებულია და უსაფრთხოდ არის, მაგრამ ჩემს მეგობრებს, საფრთხე ემუქრება. ეს ყველაფერი, ფანტასტიკის ჟანრის ფილმს მაგონებს - განუკითხაობა, ძალიან მაშინებს - წერს ქალბატონი კომენტარებში.

ვიდეოკადრების გადაღების დროს, ავტომობილში იმყოფებოდა ოჯახი, ბავშვებთან ერთად. ქალბატონი, რომელიც ცეცხლმოკიდებულ კერებს ვიდეოთი აფიქსირებდა, ამავე დროს, იესოს ლოცვას კითხულობდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, კალიფორნიის შტატში, ტყის ხანძრის შედეგად, ევაკუირებულია 300 000-მდე ადამიანი, გადამწვარია 9 000-მდე საცხოვრებელი სახლი, უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, 631 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობამ, კი 66-ს მიაღწია. 

კალიფორნიის ხელისუფლებამ დაკარგულთა სია გამოაქვეყნა და მათი უმრავლესობა ქალაქ პარადაისის მცხოვრებია. ხანძარი თითქმის რვა ათას ჰექტარზე გავრცელდა ქალაქი პარადაისი, მთლიანად გაანადგურა. ხანძარი ლოს-ანჯელესის დასავლეთით, მალიბუს დასახლებისკენ გადაიწია. კალიფორნიის შტატში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. ჯერჯერობით ხანძრის 16 აქტიური კერა არის ცნობილი.  მალიბუ და კალაბასასი იმით არიან ცნობილები, რომ იქ ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი ცხოვრობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯულია რობერტსის, ლედი გაგას და ბარბრა სტრეიზანდის სახლები დაიწვა.  საგანგებო სიტუაციის გამო გზები გადატვირთული იყო, ამიტომაც ბევრმა მანქანა მიატოვა და ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად გარბოდა.

BBC-ის ინფორმაციით, სტიქიის ზონას, ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწვევა. 

იხ. ფოტო და ვიდეორგოლი:

 

 

 



ავტორი: რუსა ღვანიძე