„რომ დგას და დადის უკვე მომწონს..“ - თამთას პასუხი ილიკოს ქათინაურზე - exclusive - video

17:20 11-16-2018
6006

გადაცემაში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ქართული ტური ვნახეთ. შესაბამისად კონკურსანტებს ნიანუ სუხიშვილი და ილიკო სუხიშვილი აფასებდნენ. თამთა შედანიამ და ირაკლი ძაძამიამ ცეკვა „ილოური“ შეასრულა. ილიკო სუხიშვილმა სიმპათიები ვერ დამალა თამთას მიმართ და პირდაპირ ეთერში არაერთი ქათინაური უთხრა. „შეიძლება არაობიექტური ვიყო, რა ვქნა, თამთა რომ დგას და დადის მომწონს უკვე და რომ ცეკვავს...“

ჩვენ თამთას დავუკავშირდით და ქართულ ტურზე რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

- თამთა, საკმაოდ კარგი შეფასება გქონდათ ჟიურის მხრიდან ქართულ ტურზე, რა შეგრძნებაა, როცა ნინო და ილიკო ასე გაფასებენ?

- მაქსიმალური მოვინდომეთ. მეტად საპასუხისმგებლო ცეკვა შემხვდა, „ილოური“, რომელიც ილიკოსი და ნიანუს საგვარეულო ცეკვაა. პატარა ნიუანსიც რომ გამპარვოდა ან შემშლოდა, ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა, ამიტომ ერთ კვირაში რაც შევძელით ყველაფერი გავაკეთეთ. ქართული ტური კიდევ სხვა ემოციებითა და გრძნობებით არის გამორჩეული. მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება ეს ცეკვა. ქართული ცეკვისგან შორს ვარ და არ მეგონა ასე კარგად თუ გამომივიდოდა. ბედნიერი ვარ რომ წარმატებული ტური აღმოჩნდა ჩემთვის.

- ვერ ავუვლი გვერდს ილიკოს ქათინაურებს, შენთვის რამდენად სასიამოვნო იყო, როგორც ქალისთვის?

- კითხვას ვერ მივხვდი...

- ილიკოს ფრაზას გაგახსენებ, „თამთა რომ დგას და დადის უკვე მომწონს...“

- სასიამოვნო იყო ამის მოსმენა. ეს ქათუნაურიც ალბათ ჩემმა შესრულებამ გამოიწვია და ძალიან გამიხარდა.

- შენმა შეყვარებულმა ხომ არ იეჭვიანა ამ ქათინაურზე?

- რა ინტრიგნულ კითხვებს მისავამთ (ივინის). არა, არ უეჭვიანია, იცნობენ ერთმანეთს, მეგობრობენ კიდეც.

შეგასხენებთ, რომ თამთას შეყვარებული ბიზნესმენი, რატი რატიანი გახლავთ.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი