"ცესკოს" წინააღმდეგ სარჩელი "ევროპულმა საქართველომაც" შეიტანა

18:07 11-16-2018
82

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი "ევროპულმა საქართველომაც" შეიტანა.

პარტია მიიჩნევს, რომ კანონის თანახმად, ცესკო ვალდებული იყო, საპრეზიდენტო არჩევნები უქმე დღეს დაენიშნა.

"ცესკო ვალდებული იყო, საპრეზიდენტო არჩევნები უქმე დღეს, კვირა დღეს დაენიშნა. ამის ნაცვლად, არჩევნები სამუშაო დღეს დანიშნა, რითაც მნიშვნელოვანი შეფერხება ექმნებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს, ასევე ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ამომრჩეველს, რომელსაც სხვა რაიონში უწევს არჩევანის გამოსახატად წასვლა. ეს სწორედ ის ამომრჩეველია რომელმაც პირველ ტურში მწარე მარცხი აგემა „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ასეთი ტიპის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არის ცალსახად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ უნდა გააუქმოს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა, რაც არაკანონიერად მიაჩნია "გაერთიანებულ ოპოზიციასაც". ცესკოს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში დღეს რამდენიმე სარჩელი შეიტანეს.

ავტორი: