15 ნოემბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე, ზემო ფონიჭალაში, კორპუსის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, 9 თვის შვილთან ერთად. ასევე, მძიმე დაზიანებები მიიღო 3 ადამიანმა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია. 28 ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, თუმცა მერიამ მათი ბინებით დროებით უზრუნველყოფა იმავე დღეს მოახერხა
დღეს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმ მეხანძრე-მაშველებს შეხვდა, რომელთაც მომხდარი აფეთქების შემდეგ სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა. გადაწყდა, რომ თითოეული მათგანი ფულად ჯილდოს მიიღებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მეხანძრე-მაშველების ემოციები კადრში გადმოიტანა. იხ. ვიდეო