"მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები"- სანდრა რულოვსი

16:10 11-17-2018
717

„თვითონ მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები. ძალიან კარგია, რომ ეს გამოჩნდა მეორე ტურამდე კიდევ უფრო მკვეთრად“, – განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, რომელიც ამომრჩევლებს წალენჯიხაში შეხვდა და მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

სანდრა რულოვსი წალენჯიხაში, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

„წალენჯიხაში ძალიან კარგი განწყობაა. ჩვენ აქ პირველ ტურშიც ძალიან კარგად გავიმარჯვეთ და მეორე ტურშიც ეჭვი არ მეპარება. არავინ არ უნდა დაიზაროს, იმიტომ რომ საქართველო უნდა წავიდეს წინ! ჩვენი ხალხი დგას მხნეთ და იცის, რომ ჩვენ ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თვითონ მთავრობაში გვყავს საქართველოს მტრები. ძალიან კარგია, რომ ეს გამოჩნდა მეორე ტურამდე კიდევ უფრო მკვეთრად“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.