ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნება, სადაც მოქალაქეები შეძლებენ, გადაამოწმონ, გაუნულდათ თუ არა სესხი.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბაზები შეჯერდება და ვებ-გვერდი ხელმისაწვდომი დაახლოებით, 3 დეკემბრისთვის იქნება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.