თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეზე აქცია გაიმართება

17:23 11-19-2018
121

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეს, 25 ნოემბერს შვილმოკლული მამები  - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას გამართავენ.

როგორც ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 14:00 საათზე გაიმართება, სადაც ის მხარდამჭერებთან ერთად მოითხოვს, რომ სახელმწიფომ აღიაროს, რომ მისი შვილი უსამართლოდ მოკლეს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა რომელიც სამართალდამცავებმა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრეს .