თეთრი სახლის საშობაო ნაძვის ხე - ტრამპებმა დარბაზების მორთვა დაიწყეს (ფოტოები)

10:02 11-20-2018
269

ვაშინგტონში, დარბაზების საშობაოდ მორთვაზე ფიქრი უკვე დაიწყეს. თეთრ სახლში, ორშაბათს საშობაო ნაძვის ხე უკვე მიიტანეს. ძველი ტრადიციისამებრ, ხე ცხენებითა და მარხილით მიიტანეს დონალდ და მელანია ტრამპებთან სასახლეში. 

როგორც CNN იუწყება, ტრამპები ამ დღეს საზეიმოდ, წითელ ფერებში გამოეწყვნენ. რაც შეეხება ხეს, მისი ჩამოტანა სამხრეთ კაროლინის მთებიდან მოხდა. ნაძვის ხე ლურჯ ოთახში დაიდგმება. 

საშობაო ხის შერჩევა კონკურსის წესით მოხდა. წელს კი ეროვნული ასოციაციის კონკურსში ჩრდილოეთ კაროლინის მცხოვრებმა სმიტების ოჯახმა გაიმარჯვა. 

„როგორც იქნა, სუპერ თასი მოვიგე. ჩემთვის დიდი პატივია, ამ შეტყობინების მიღება, რომ 2018 წელს, თეთრ სახლს ეს ნაძვის ხე დაამშვენებს – თქვა სმიტმა.

ნაძვის ხის შერჩევის ტრადიცია 1889 წლიდან შემოიღეს, როდესაც იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბენჟამინ ჰარისონმა ხე ყვითელ დარბაზში განათავსა. მის მორთვაზე კი მისმა შვილიშვილებმა იზრუნეს.

ხოლო, 1912 წლიდან ხემ ლურჯ ოთახში გადაინაცვლა.

ავტორი: