ხობში, ხანძრისას დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. როგორც პრაიმტაიმს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მამაკაცი გამთენიისას გარდაიცვალა.
სამწუხაროდ, მამაკაცი გამთენიისას გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. დამწვრობის ცენტრში ამ წუთას სამი ზრდასრული და ერთი ბავშვია. ყველა ერთი ოჯახის წევრია - განაცხადა ქაშიბაძემ.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში უბედური შემთხვევა მოხდა. აფეთქება ცეცხლის დასანთებად სალიარის ნაცვლად ბენზინის გამოყენებას მოჰყვა, რის შედეგადაც ოჯახის რამდენიმე წევრი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მალევე რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.