მომღერალი, რომელმაც ბიონსეს რეიტინგში გაუსწრო - "Forbes"-მა, "ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების" სია გამოაქვეყნა

15:03 11-20-2018
557

ამერიკული ჟურნალი Forbes, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგს აქვეყნებს. 

პირველ ადგილს, 34 წლის მომღერალი, კეტი პერი - 83 მილიონი დოლარით, იკავებს, რომელმაც რეიტინგში ტეილორ სვიფტს(80 მლნ. დოლარი) და ბიონსეს(65 მლნ. დოლარი), გაუსწრო.

მართალია, წელს ტეილორმა და ბიონსემ, წარმატებული სიმღერების ალბომების კრებული გამოუშვეს, მაგრამ კეტიმ, მასშტაბური ტურებიდან, გაცილებით მეტი გამოიმუშავა. 

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების ვარსკვლავების ათეულში, ასევე მოხვდნენ პინკი, ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, რიანა, ჰელენა ფიშერი, სელინ დიოი და ბრიტნი სპირსი.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე