კეიტ მიდლტონი, მეოთხე შვილს ელოდება?! - "ტოქსიკოზი და ლავანდას ორცხობილა"

16:30 11-20-2018
1557

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, მომავალ წელს მშობლები გახდებიან. ამავე დროს, სანდო წყაროს ცნობით, კეიტ მიდლტონი, ისევ ფეხმძიმედ არის და მეოთხე შვილს ელოდება. ხმები, კეიტის ფეხმძიმობის შესახებ, ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს, პრინცესა ევგენიას ქორწილის ცერემონიის დროს გავრცელდა, თუმცა, სამეფო ოჯახის პრეს-სამსახუმა, ეს ინფორმაცია, არ დაადასტურა. 

რამდენიმე დღის წინ კი, კემბრიჯის ჰერცოგინიას ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია, სწორედ, სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა. სანდო პირის ვინაობა უცნობია, მაგრამ ის აცხადებს, რომ კეიტს, ორსულობის ნიშნები, საგრძნობლად შეიმჩნევა - ტოქსიკოზი და მოთხოვილება, ლავანდას ორცხობილაზე, რომელიც როგორც ცნობილია, ჰერცოგინიას ეხმარება, გულძმარვის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, კეიტი, დიდი ხანია აღარ ეტანება, ალკოჰოლურ სასმელებს, ატარებს თავისუფალის სტილის კაბაბს და საზოგადოებაშიც, იშვიათად ჩნდება. სწორედ ამ სახის სიმპტომები ახასიათებდა, კეიტს, წინა ფეხმძიმობების დროსაც.

მეოთხე შვილის გაჩენის სურვილის შესახებ, ინფორმაცია, კეიტმა და უილიამმა, მესამე შვილის გაჩენის შემდეგ გაავრცელეს. შეგახსენებთ, რომ ელისაბედ მეორე, სწორედ ოთხი შვილის დედაა. 

ამ ეტაპზე, კეიტი, გარეგნულადაც მალავს, რომ ორსულადაა. რამდენიმე დღის წინ, დედოფალი, უილიამსთან ერთად, სპორტულ დარბაზში, თავისუფალი სტილის, ჯინსის შარვალში პოზირებდა - იმის უფლებაც კი მისცა საკუთარ თავს, რომ კორტზე, მცირე დროით, ჩოგბურთიც კი ეთამაშა.  

იხ. ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე