ამ არჩევანს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წლისთვის გვრჩება სივრცე, რომ ჩვენი საკუთარი სიტყვა ვთქვათ - ირაკლი პეტრიაშვილი (ვიდეო)

19:36 11-20-2018
225

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პროფკავშირები უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.

ამის შესახებ ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირების კულტურის ცენტრში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გაჟღერებული პოზიციის მხარდამჭერების შეხვედრაზე განაცხადა. 

ჩვენ ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე - არასდროს მე ჩემი პოლიტიკური სიმპათია არ დამიფიქსირებია, რადგან ვიცი, რომ ჩვენს რიგებში არიან სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მქონე ადამიანები, ეს მათი კანონიერი უფლებაა და ბუნებრივია, არაპროფკავშირულ სტრუქტურებს, სწორედ ამიტომ ვთხოვე აქ მობრძანება. არასოდეს მე თავს არ მომიხვევია ჩემი პირადი განწყობები, არც ახლა, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელის გამო, დღესაც ძალიან გაბრაზებული ვარ, თუმცა ამ გაბრაზების გამო, ვერ გადავაყოლებ ვერც ამ ორგანიზაციას და ვერც ჩემი სამშობლოს ინტერესებს. ის, რაც იყო 2012 წლამდე, იყო პრობლემა, ჩვენი გამოწვევა არის რეალურად სიღარიბის დაძლევა, ინფლაცია, უმუშევრობა, განათლება და მათ შორის, პროფესიული განათლება. სწორედ ამ რიტორიკას ვხედავ მე კანდიდატებში, პოლიტიკურ პარტიებში და სწორედ ეს დინამიკა მინდა დავინახო და მაშინ გადაწყვეტს ის 54% მივიდეს თუ არა არჩევნებზე, და რა გააკეთოს ამ არჩევნებზე. ვინდაიდან ამ რიტორიკას ვერ ვუყურებთ და მუდმივად ვ ართ უნიჭო პინკპონგის ყურებაში, დღეს ამ არჩევანს კი ვაკეთებთ, მაგრამ ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წლისთვის გვრჩება სივრცე, რომ ჩვენი საკუთარი სიტყვა ვთქვათ, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.