ნუთუ ვინმე უშვებს იმას, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი არის ქვეყნის მოღალატე და რუსეთის აგენტი?! - ირაკლი პეტრიაშვილი

20:00 11-20-2018
184

პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ პროფკავშირების ჩართულობით ქართველი ხალხი 28 ნოემბრის ბრძოლას მოიგებს.

ამის შსახებ ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირების კულტურის ცენტრში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გაჟღერებული პოზიციის მხარდამჭერების შეხვედრაზე განაცხადა. 

"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ, ჩვენი ჩართულობით მოვიგებთ 28 ნოემბრის ბრძოლას. თუ რომელიმე მათგანი არის სამშობლოს მოღალატე, და რუსეთის აგენტი, რასაც დასძახიან ერთმანეთს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადადის შემდეგ გვერდზე და ძალიან დიდხანს პერსპექტივა არ აქვს, რომ ამაზე ვისაუბროთ. და ბუბერივია, როდესაც სამშობლოს საკითხი დგას და პრეზიდენტად უნდა მოვიდეს ქვეყნის მოღალატე, აქ რომელ საპენსიო რეფორმაზეა საუბარი, რომელ პროფესიულ განათლებაზე, რომელ უმუშევრობის შემცირებაზე, მაგრამ ერთიც მაინტერესებს,  ნუთუ ვინმე უშვებს იმას, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი არის ქვეყნის მოღალატე და რუსეთის აგენტი?! ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკა ჩვენში დებს ინვესტიციებს იმისთვის, რომ სათავეში რუსეთის აგენტი მოვიყვანოთ?! ნუთუ ნათელი არ არის, რომ გაღატაკებულია პოლიტიკური რიტორიკა?! სწორედ ამიტომ ხდება და ვერც კი ფიქრობენ, რა შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთის ამომრჩეველს. რატომ ასეთ პატარა ქვეყანაში ასეთი ზიზღი?!", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.